პოლიტიკა

გიგი წერეთელი - საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით, ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციას დავშორდით

01.09.21 14:00


„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით ევროკავშირთან ინტეგრაციას.

 

„ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედური, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებებს.

 

„ევროკავშირმა - მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის კოვიდპანდემიის პირობებში, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა . ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედური, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასე გაგრძელების შემთხვევაში საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები