პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა

01.09.21 14:40


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „ტვიტერზე“ ეხმიანება.

 

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა. #მე მიყვარს საქართველო,“- წერს ევროპარლამენტარი.

 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები