პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე GORBI-ს კვლევაზე: ყველაზე კარგი კვლევა არის შედეგი, რომელიც 2 ოქტომბერს დაიდება

01.09.21 15:00


ყველაზე კარგი კვლევა არის შედეგი, რომელიც დაიდება 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ GORBI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

 

„გარანტიას გაძლევთ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს იმ ნიშნულს, ვერ აიღებს 40%-მდე და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.4%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 38.6%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა, ხოლო დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები