პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მთავრობამ "ძალიან მკაფიოდ" დაასაბუთა

01.09.21 15:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა საქართველომ "ძალიან მკაფიოდ" დაასაბუთა. ის ამტკიცებს, რომ ამ დასაბუთებას ევროკავშირიც "გაგებით ეკიდება".

 

"ვფიქრობ, რომ ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ, იყო ძალიან მკაფიო და ამას მეტყველებს ასევე გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, სადაც ფინანსურ ნაწილთან და ეკონომიკურ ნაწილთან შეფასებებში ევროკავშირის პოზიცია გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გაავრცელა", - განაცხადა  ზალკალიანმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები