პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე: ტყუილია, თითქოს პროკურატურაში აღძრული 13 საქმე კახა კალაძის მერობის პერიოდს უკავშირდება

01.09.21 17:00


თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების ძიების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის 13 საქმიდან, კახა კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება.

 

მისივე თქმით, აღნიშნული სამი საქმიდან თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომას მხოლოდ ერთი შეეხება.

 

„პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება. აქედან ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან თანხის მითვისებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება. აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტს, საუბარია სამშენებლო ობიექტიდან მასალის მოპარვის შემთხვევაზე და ასევე კონტრაქტორის მხრიდან უხარისხოდ შესრულებულ საქმიანობაზე. სამივე საქმეზე საგამოძიებო პროცესი ჩვენი მოთხოვნით დაიწყო“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, პროკურატურა თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2015-2020 წლების განმავლობაში მომზადებული 14 დასკვნის საფუძველზე სისხლის სამართლის 13 საქმეს იძიებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები