პოლიტიკა

"სოლიდარული ვარ და მხარს ვუჭერ მელიას განცხადებას, რომ შეუერთდა მიშელის დოკუმენტს" - უგულავა

02.09.21 10:20


ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში ეხმაურება "ენმ"-ს გადწყვეტილებას, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერას, და წერს: 

 

"სრულიად სოლიდარული ვარ და მხარს ვუჭერ ნიკა მელიას განცხადებას, რომ ის შეუერთდა შარლ მიშელის დოკუმენტს, სრულიად სოლიდარული ვარ და ვიმეორებ იმ მოწოდებას, რომ შემოხაზეთ ნებისმიერი, 41 ნომრის გარდა.

 

პოლიტიკური ყულფი ქართული ოცნების კისერზე სულ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ენმ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუერთდეს დოკუმენტს, ეს ყულფი მათ კისერზე კიდევ უფრო მკვრივი გახდება. საბოლოოდ, 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე მოხდება ქართული ოცნების, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული, საქართველოს სახელმწიფოს სხეულზე კიბოს მეტასტაზივით მოდებული სარეველასავით ამოძირკვა. ამ სიტყვებს ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ოლიგარქმა შვა პატარა ოლიგარქები.

ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და პირველი მერცხალი იქნება ის, რომ 2 ოქტომბერს დასრულდება და გაფორმდება მარცხი" , - წერს უგულავა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები