პოლიტიკა

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

02.09.21 10:40


ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევიდა.

 

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ დაწერა.

 

„დღეს ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ.

 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების დოკუმენტი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები