პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა

02.09.21 11:20


„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო და მოუწოდებდა, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის და მათ ეს პრინციპულად არ გააკეთეს. ჩვენ ვამბობდით, რომ მოუწევდათ ხელის მოწერა. მოუწიათ, მაგრამ გვიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა, რაც არ გამოუვა არცერთ პოლიტიკურ პარტია, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე, რომ ამ ხელმოწერით რამეს მიაღწევენ და პიარულ სვლას გააკეთებენ, ეს არის არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაზე. პოლიტიკური ფარსია, რაც მათ ჩაიდინეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ხელისუფლების მიერ ანულირებულ 19 აპრილის შეთანხმებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი აწერს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები