პოლიტიკა
02.09.21 12:40
„ქართული ოცნება“ ძალიან დამსახურებულად და სამართლიანად შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან მანამ, სანამ წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს მეასე და მეორასე ხარისხოვანია. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვყავს უკვე ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არცკი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს. საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება „ქართული ოცნების“ პირობებში. ამას უკვე ღიად საუბრობენ, ჰყოფნით კადნიერება „ქართულ ოცნებაში“ მაღალი თანამდებობის პირებს და საუბრობენ, რომ თურმე ევროკავშირს სურს „სახელოვანი“ ქართული სასამართლო სისტემის განადგურება. შესაბამისად, ისინი არ თვლიან მიიღონ დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.
ისინი არ ერიდებიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ მას საკუთარ თავს მიხედონ. ისინი აკრიტიკებენ პრაქტიკულად ყველა ევროპარლამენტარს და ეუბნებიან, რომ „თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები“.
ახლა გვაქვს შემდეგი მოცემულობა, ერთი მხრივ, აკეთებენ იმას, რაც ანტისახელმწიფოებრივია ანუ ზურგს აქცევენ ყველა სახის საერთაშორისო შეთანხმებას და ამას ამატებენ კონკრეტულ განცხადებებს, რითაც გვაყენებენ იმ რეალობის წინაშე, სადაც სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
პარტიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24