პოლიტიკა

სანდო განცხადება არაა, სანამ საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ ოკუპირებულია - დეგნანი ლავროვზე

02.09.21 13:00


საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ, კელი დეგნანი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, სანდო არ არის და კრემლისგან ხშირად კეთდება სხვადასხვა განცხადება, თუმცა მანამ სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მათი განცხადებები სანდო ვერ იქნება.

 

დეგნანის თქმით, ურთიერთობის აღდგენისთვის, რუსეთისგან კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.

 

"საქართველოს ხშირად სმენია კრემლისგან სხვადასხვა განცხადებები, თუმცა ეს განცხადებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა, სანამ საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ 2008 წლის რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებიც. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმევა ამ შემთხვევაში, ეს არ არის სანდო გაცხადება, უნდა ვნახოთ, რომ არის კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ მსგავსი მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით კრემლის არც ერთი განცხადება და კონკრეტული ნაბიჯები არ ყოფილა გადადგმული,- თქვა კელი დეგნანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები