პოლიტიკა
02.09.21 13:40
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.
თბილისის მერმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა, ეს პატივისცემა და სიყვარული გაკეთებული საქმეების სახით დავუბრუნო ჩემს ქალაქს. დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ცხადია, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, ვერ იქნება მოგვარებული და ამას არც ვამბობ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება.
30 წლის განმავლობაში უცებ, ერთი ხელის მოსმით მოგვარება გამორიცხულია. მე რასაც გავაკეთებ, ამას ვამბობ. რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ვერ დაგპირდებით. შესაბამისად, რასაც ვიტყვით, ის პროექტები იქნება შესრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში, ვაპირებ, თბილისელებს წარვუდგინო, ჩემი პრობლემა, ხედვა, კონცეფცია, როგორ მესახება ქალაქის განვითარება და 4 წლის შემდეგ როგორ ვხედავ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის ოთხი წლის წინანდელი გამოწვევები თანდათან დაძლეულია და ამჟამად საჭიროა, თითოეული უბნის საჭიროებებზე მორგებული მეტი პროექტი განხორციელდეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ბატონი კახის დამსახურებით ბევრი რამ გაკეთდა. პირველ რიგში გაკეთდა ის, რომ ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი და გვაქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
არსებობს რეალობად ქცეული ურბანული პოლიტიკა, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს გაუმჯობესებული ეკოლოგიური ვითარება - ათასობით სკვერი, ასევე, საქალაქო მნიშვნელობის პარკები რეაბილიტირებულია ან რეაბილიტაციის პროცესშია.
ოთხი წლის წინ, ეს მიმართულებები იყო ქალაქის მთავარი გამოწვევა და ვხედავთ, რომ დღეს ის რეალობად არის ქცეული. დღევანდელი სლოგანი კი - „სიცოცხლე ყველა უბანში“ გულისხმობს თითოეული უბნის, ეზოს, კორპუსის პირობების გაუმჯობესებას და განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრა წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში გაიმართა. პროექტის თანახმად, 1800-მდე კვ.მ ფართობზე განთავსებულია სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ბატუტები, ასევე, სხვა ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაზე გადანაწილდა; დამონტაჟდა საპარკე ავეჯი; მოეწყო სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები; დამატებით დაირგო მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24