პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარი ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია

03.09.21 11:20


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან უარის თქმას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.

 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ EU-ს სესხის მიღებაზე უარი მისთვის გაუგებარი ნაბიჯია:

 

“რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს აძლევს ხელს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციისა თუ დასუსტების გამოწვევას ცდილობენ. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის იმ ნაწილისთვის და ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია” – ამბობს ზურაბიშვილი.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები