პოლიტიკა
03.09.21 12:00
„იყო საჩხერის მერი, დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატმა ლევან ივანაშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატის განცხადებით, საჩხერეში ბევრი რამ გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამაც საჩხერეს სხვა შესაძლებლობები გაუჩინა.
„სწორედ ამ სიკეთეებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში გააკეთა, მოგვცა სხვა შესაძლებლობები, რომ ფართო ასპარეზზე გავსულიყავით ჩვენს გუნდთან ერთად.
შევძელით მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო მობეტონებული და მოასფალტებული ცენტრალური გზა.
ყველა სოფელში დავიწყეთ წყალმომარაგების მოწესრიგება, ზოგიერთ სოფელში სამუშაოები ახლაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი დიდი სოფლის მოსახლეობას ამ მიმართულებით მალე გავახარებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოცდილება ,,ქართულ ოცნების’’ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან, ვისაც საჩხერეში უმუშავია, ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საჩხერეს.
მეც, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში დავიბადე და გავიზარდე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ მხარეში და მოღვაწეობა გავაგრძელე სოფელ ჭორვილასა და საირხის საჯარო სკოლებში. თუმცა, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა და მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს ფაქტი გავაპროტესტე და ერთი წელი იძულებით დასვენება მომიწია.
2014 წლიდან გახლდით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ვარ. თითქმის ყველა არჩევნებზე საჩხერეში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ვიყავი. ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად, ნამდვილად ვიცი, რა პრობლემებია საჩხერეში.
„ქართული ოცნების“ გუნდს, ნამდვილად შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა. პარტია, რომელიც ჩვენი რაიონის ღირსეულმა წარმომადგენელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, კიდევ ერთხელ გვასახელებს 2 ოქტომბერს არჩევნებში.
აკაკის, პაოლოს, მუხრანის, ჯურხა ნადირაძისა და ლაშა ტალახაძის სამშობლოში, არ შეიძლება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არ იყოს განათლება, კულტურა და სპორტი. იმედია, პანდემია მალე დასრულდება და ეს დარბაზი მალე აღიდგენს იმ ფუნქციას, რა ფუნქციაც აკისრია.
მინდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები წარმოგიდგინოთ: გივი კუჭაშვილი, მარინა წერეთელი, იოსებ - ბადრი გოგიტაძე, იაგო ბერიძე, ტარიელ ხვედელიძე, მამუკა ბედიანიძე, კობა ხვედელიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, დავით მაჭარაშვილი, გაიოზ - გიზო დავაძე, ანტონ კერესელიძე“ - განაცხადა ლევან ივანაშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24