პოლიტიკა
03.09.21 12:40
2021 წლის 2 სექტემბერს, ნორვეგიული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ინე ერიქსენ სორეიდეს შორის.
სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში.
მინისტრმა სორეიდემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა პარტნიორებისთვის ავღანეთში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მხარეებმა მიმოიხილეს, ასევე, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარება და გამოწვევები. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და რეგიონში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის საკითხზე. აღინიშნა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ნორვეგიელ კოლეგასთან საუბრისას მინისტრმა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, ასევე, საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებით. დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობისა და ვაქცინაციის დადებითი დინამიკის თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე და გამოხატა იმედი, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას.
საუბრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისა გაღრმავებისა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24