პოლიტიკა
03.09.21 14:40
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის.
უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, დოკუმენტი ძალაში იყო, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, პარტიამ შეთანხმებაზე ხელმოწერით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„შეიძლება, სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვეს ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინაც ვაცხადებდით, რატომ ვერ ვაწერდით და არ ვაწერდით ხელს დოკუმენტს. მაგრამ, ის რაც გააკეთა შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც შეიძლება, მხოლოდ საბაბად მოიყვანო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო გადის დოკუმენტიდან, ეს ხომ წმინდა წყლის მიზეზის მოძებნის მცდელობა იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი რომც ჰქონოდა მოწერილი, „ქართული ოცნება“ დოკუმენტს მაინც დატოვებდა, ოღონდ სხვა საბაბით. აქ ხომ რეალობა სხვა იყო, ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43 პროცენტს, ვერ უახლოვდება ბარიერს და ამიტომ გადაწყვიტა დოკუმენტიდან გასვლა, თითქოს ის ვალდებულება ჩამოეხსნა, რომელიც 43%-იან ბარიერს უახლოვდება. ეს ვერაფრით ვერ მოხდება ასე, იმისდა მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებოდა თუ არა ხელი მოწერილი დოკუმენტზე. დოკუმენტი ძალაში იყო და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. შესაბამისად, ცალმხრივად ამ დოკუმენტის დატოვება წარმოუდგენელია. არ ვთვლი, რომ ეს დაგვიანებულია. ასევე გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა არასოდეს არის დაგვიანებული, ყოველთვის დროულია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24