პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ

06.09.21 12:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და ასე იქნება ყოველთვის.

 

„მინდა, ახალი წელი, როშ ჰაშანა მივულოცო ებრაელ ხალხს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს, მშვიდობა და წინსვლა - ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია და მუდამ მხარში გვიდგას.

 

ჩვენს ერებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყოველთვის.

 

ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები