პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია

06.09.21 12:40


არჩევნებზე კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კითხვაზე პასუხად განაცხადა, ეთანხმება თუ არა, რომ არჩევნებზე გიორგი გახარია კალაძის კონკურენტია და არა ნიკა მელიასი.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე განმარტა, რატომ ტოვებენ ადამიანები გიორგი გახარიას პარტიას.

 

„მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდევაც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა, პირადად ჩემს წინააღმდეგ და ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას. ფიქრობდნენ, მართლაც ასე ხომ არ არის. ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ნათელია. შესაბამისად, ალბათ, ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებას და ტოვებენ პარტიას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები