პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

06.09.21 14:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 7-9 სექტემბერს ვიზიტით ავსტრიას ეწვევა, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან, მარგარეტა სედერფელტთან, ეუთოში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ელეონორ ლაინთან გამართავს.

 

კახა კუჭავა ავსტრიის კანცლერისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, სხვადასხვა მიღებას დაესწრება.

 

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ავსტრიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეწვევა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები