პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

06.09.21 15:20


საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. კონგრესმენთა დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებთან. შეხვედრა გაიმართება პარლამენტშიც.

 

საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.

 

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები