პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, აბდულა ალმუტაირის შეხვდა

06.09.21 17:20


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, აბდულა ალმუტაირის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროს ქართველ და არაბ წარმომადგენელთა ვიზიტების შესაძლებლობებზე როგორც საქართველოში, ასევე საუდის არაბეთში.

 

„შეხვედრაზე კულტურის კომიტეტის გასვლითი ვიზიტი ერ-რიათდში, სავარაუდოდ, მარტის თვეში დაიგეგმა. ვისაუბრეთ კულტურის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე. ეს იქნება ახალი შემართებით კულტურული ურთიერთობები საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები