პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება

07.09.21 10:00


7 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

 

საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი გადის. ამასთან, დღეს პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს და დაამტკიცებს.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმში გადადის, რა დროსაც, შესაძლებელია არჩევნებამდე დარჩენილ დროში პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები