პოლიტიკა

საოკუპაციო რეჟიმმა აშშ-ს მოქალაქე დააკავა

07.09.21 11:30


რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასაზღვრო პოლიციამ აშშ-ს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას "სპუტნიკი" საოკუპაციო რეჟიმზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს რომ ჯეისონ პოლ კრამერი "მესაზღვრეებმა" ზნაურის რაიონის სოფელ ერმანში, "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაინფორმირებულობის გამო აღმოჩნდა, რადგან "საქართველოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობს შესახებ შესაბამისი ცნობები ვერ მოიძია".

 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ აშშ-ს მოქალაქეს "ბრალი" ოფიციალურად წაუყენეს და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააძევებენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები