პოლიტიკა
14.09.21 11:30
რადგან ქართულ პოლიტიკაში ნარკოტესტის საკითხი შემოიჭრა ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, გამოდის ამას უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში “360 გრადუსი“ განაცხადა.
გახარიას თქმით, საფუძველი აქვთ ეჭვი შეიტანონ სამხარაულის ეროვნული ბიუროს ქმედებებში.
„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია - იყო მცდელობა, რომ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ უკვე ეს ინფორმაცია გვქონდა, თუ როგორ და რა სახის პროვოკაცია მზადდებოდა ამ ტესტთან დაკავშირებით და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომ ვთქვით, რომ საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქმედებებში. და რომ არ გავხადოთ სპეკულირების საგანი კერძო ლაბორატორიების მიმართვა - დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ევროპულ ლაბორატორიას მივმართავთ. " - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა: „ეს ჩემთვის მძიმეა - 24 საათით უნდა გამოვეთიშო კამპანიას. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი გეგმა იყო, მაგრამ რა ვქნათ - რადგან ქართულ პოლიტიკაში ნარკოტესტის საკითხი შემოიჭრა ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, გამოდის ამას უნდა ვუპასუხოთ. უბრალოდ, ძალიან არაღირსეულად მოხდა ეს ყველაფერი." - ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
წამყვანის კითხვაზე, ვინ „შემოაგდო" ეს თემა და იყო თუ არა ეს კალაძე - გახარია პასუხობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოაგდო - ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეს იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ის იყო გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი. ფაქტი იყო შემდეგი: ამ საკითხის ირგვლივ დაირაზმა მთელი პროპაგანდა, კონკრეტული მედიასაშუალებები, შემდგომ ვიღაც ექსპერტები და შემდგომ ეს ინფორმაცია კონკრეტული სპეციალური სამსახურების მიერ მიზანმიმართულად რიგით მოქალაქეების დონეზე ილექებოდა რეგიონებში", - განაცხადა გახარიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24