პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას

13.10.21 16:20


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.

 

„ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არ არის გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს არის რეგიონული მესიჯი, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვართ ერთმანეთის გვერდში, როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები