პოლიტიკა

პრემიერი: რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში

14.10.21 14:40


ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ. ამ თემაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათი სურვილია, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციისთვის.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები