პოლიტიკა

დასრულდა პერიოდი, როდესაც ილუზიებით აცხოვრებდნენ დასავლეთს, ეუბნებოდნენ ერთს და აკეთებდნენ სხვას - მამულაშვილი

15.10.21 10:15


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა.

 

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, ეს არ იქნება ერთადერთი მკაცრი გზავნილი ევროპიდან, რადგან პარტნიორები ხედავენ, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური ძალა არ არის.

 

"წინა წერილებიც, ეს წერილიც და შემდეგი ყველანაირი გამოხმაურებაც, მგონი უკვე ძალიან ნათელი გზავნილი იქნება ყველასთვის და კონკრეტულად "ქართული ოცნებისთვის", რომ დასავლეთი დაიღალა ამ ტრიუკებით და თამაშებით.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ვეღარავის გადააგდებს, ვეღარავის გააცურებს და ვეღარავის მოატყუებს. დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ილუზიებით აცხოვრებდნენ დასავლეთს, ეუბნებოდნენ ერთს და აკეთებდნენ სხვას.

 

"ქართული ოცნება" არ არის პროდასავლური ძალა, ამას უკვე დასავლელი მეგობრებიც კარგად ხედავენ. ყველა ის მცდელობა, რაც აქვს "ოცნებას", გააგრძელოს ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა, უკვე არანაირ რეზულტატს აღარ მოიტანს", - თქვა ნონა მამულაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები