პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

15.10.21 12:40


ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ, ნიდერლანდების მეფეს, მის უდიდებულესობა ვილემ ალექსანდერს ჰააგაში ნორდეინდის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 

საგარეო საქმეთთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

 

ნიდერლანდების მეფემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები