პოლიტიკა
19.10.21 10:15
,,ეს კანდიდატი წუხს, რომ არ მიეცა „ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული“ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა (რასაც ბუნებრივია, არ მივესალმები). ეს კანდიდატი გვეუბნება, რომ „არც ერთი” ოპონენტისგან ფასეული წინადადება თბილისის განვითარებაზე არ მოუსმენია. და გადაწყვიტა „ახლა მაინც“ ისაუბროს საქმეზე" - პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ვიდეო მიმართვას საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე აზიარებს და თბილისელებს კალაძის ოპონენტებთან ბრძოლის იმ მეთოდებზე უყვება, რომლებსაც კალაძე აქტიურად მიმართავდა ყოველთვის.
მეზვრიშვილის თქმით, თბილისელებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ - ,,ეს ის კანდიდატია, რომელმაც გახარიასთან შინაარსობრივ დებატებზე შიშით უარი თქვა და მის წინააღმდეგ ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, უბინძურესი კამპანია წამოიწყო;
რომელმაც ორი ადამიანის საუბარი გარეთ გაიტანა; რომელიც არათუ მონაწილე, არამედ რიგ შემთხვევებში ინიციატორი იყო მისი ოპონენტის წინააღმდეგ სწორედ ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული კამპანიისთვის სრულიად შეუფერებელი მეთოდების გამოყენების; რომელმაც, მის გუნდთან ერთად, ყველაფერი იკადრა, რომ ოპონენტისთვის შინაარსზე საუბრის შესაძლებლობა არ მიეცა; კანდიდატი, რომელმაც სიძულვილის ბანერების გამოყენება არათუ დაგმო, „ჩემს წინააღმდეგ რომ იყენებენ კარგიაა?“ არგუმენტით მისი გამოყენება წაახალისა.
ამ კანდიდატს შინაარსი არ აინტერესებდა, როცა თბილისის განვითარებაზე და კონკრეტულ პროგრამაზე სასაუბროდ გახარია დებატებში იწვევდა. და ახლა, როცა მეორე ტურში ველი მოუსუფთავდა, შვებით ამოისუნთქა და გახარიას სახით საქმეზე საუბრის კომპლექსებს ვეღარავინ გაუჩენს, შინაარსისკენ მიიწევს.
ასე მარტივად არ გამოვა. ეს კანდიდატი ოცნების, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ენით საუბრობს - სამწუხაროდ, ოცნების ხელში ერთ დროს პროგრესული ლიდერების ბოლო ეს არის - ღარიბაშვილის, მდინარაძის და კობახიძის ენით, სიძულვილის ფრქვევას იწყებენ”, - წერს მეზვრიშვილი.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24