პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ანკარაში პირველი შეხვედრები გამართა

19.10.21 10:45


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით ქ.ანკარაში იმყოფება. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. დელეგაცია ასევე, შეხვდა თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს.

 

უწყების ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ახალი ინიციატივები, რომლებიც სამმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს.

 

მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრისას ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის პრაქტიკული საკითხები.

 

შეხვედრებზე თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა და შეხვედრა თურქეთის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები