პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია

19.10.21 11:00


ეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და აქ იმუშაონ, პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„პრობლემაა ის, რომ ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია. მეორე ტური მუნიციპალურ არჩევნებში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ უკვე მერვე არჩევნებია სოლიდურ მხარდაჭერას ვიღებთ ამომრჩევლისგან და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები