პოლიტიკა
19.10.21 11:15
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს დღეს ეწვევა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრების დროს ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გამახვილდება ყურადღება, ასევე ქვეყნის ლიდერებისგან ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას.
„ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ვიზიტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმრობდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ეს ადასტურებს ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას, პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ალიანსის წარმომადგენელთან ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც შავ ზღვაზე ალიანსის გაზრდილი ჩართულობის აუცილებლობაზე. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას, რაც განპირობებულია ჩვენი ქვეყნის მხრიდან ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ აქტიური წვლილის შეტანის არამხოლოდ მზაობით, არამედ ამის ძალიან დიდი გამოცდილებით და რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული მომეტებული საფრთხეებისა და აგრესიული რუსული ქმედებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24