პოლიტიკა

ნატო-ს პრესსპიკერი - ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ თავდაცვა გავაძლიერეთ

19.10.21 12:00


რუსეთის გადაწყვეტილება ბრიუსელსა და მოსკოვში დიპლომატიური მისიების მუშაობის შეჩერების შესახებ დასანანია, მაგრამ ალიანსი ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის რუსეთ-ნატოს საბჭოს მეშვეობით, - სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ შეაჩეროს ნატო -ში დიპლომატიური მისიის და მოსკოვში ნატო-ს სამხედრო სამეკავშირეო მისიის მუშაობა და დახუროს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო მისია. ვწუხვართ ამ ნაბიჯების გამო. ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს.

ჩვენ გავაძლიერეთ შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავე დროს ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით", - აღნიშნა ოანა ლუნგესკუმ.

 

მისი თქმით, ნატო-მ მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარება 18 თვეზე მეტი ხნის წინ შეთავაზა და ეს წინადადება ძალაში რჩება.

 

„ბურთი რუსეთის მოედანზეა,“- აღნიშნა ნატო-ს პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნოემბრიდან ნატო-ში საკუთარი მისიის მუშაობას აჩერებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები