პოლიტიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ

19.10.21 13:40


ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მიხეილ სარჯველაძე და ჯგუფის წევრები, დავით სონღულაშვილი და დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნისთვის არსებული საერთო გამოწვევების საკითხები მიმოიხილეს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ მეგობრულ სახელმწიფოებსა და მათ წარმომადგენლებთან გვქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობები საზიარო პრობლემებისა და გამოწვევების, საერთო ხედვების გაზიარების მიზნით. ამ თვალსაზრისით მსგავსი ვიზიტები და შეხვედრები კარგ პლატფორმას წარმოადგენს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ დემოკრატიული განვითარების პროცესში მედიის როლსა და იმ გამოწვევებზე, რაც ამ პროცესებს უკავშირდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები