პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად

03.11.21 10:45


ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში გზების და ტროტუარების მოწესრიგება გრძელდება.

 

როგორც ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, წლის ბოლომდე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.

 

„წერეთლის ქუჩა უკვე გავლადი და დასრულებულია. მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება. აღმაშენებლის გამზირზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობა არ შეჩერებულა.

უკვე ჩაიდო ძირითადი მიწისქვეშა საკომუნიკაციო საშუალებები, ის, რამაც გაახანგრძლივა რეაბილიტაციის პროცესი. წლის ბოლომდე ორივე მხარე იქნება დასრულებული. რეგიონული განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში გაკეთდა შანიძის აღმართი, ცხინვალის და ხორავას ქუჩები. მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მელიქიშვილის ქუჩა, სადაც სანიაღვრე სისტემების მიერთებაც ხდება.

შემსრულებლებისგან „სიურპროზებს“ არ ველით არც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზეც. აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები