პოლიტიკა

ციხის საავადმყოფო არ არის მზად სააკაშვილის სამკურნალოდ - მედიკოსების დასკვნა

18.11.21 11:20


,,დაწესებულება აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ეს დაწესებულება მზად არ არის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა"- ეს მცირე მონაკვეთია იმ განცხადებიდან და დასკვნიდან, რომელიც სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა მედიკოსების ჯგუფმა, რამდენიმესაათიანი კონსილიუმის დასრულების შემდეგ დადეს. 

 

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ უტარდება ყველა ის პროცედურა, რომელიც ამჟამად აუცილებელია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, რაც სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. 

 

,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, ის არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, იმიტომ რომ 48 დღე არის ძალიან კრიტიკული ზღვარი.

 

მკურნალობა მოიცავს, ინტენსიურ სითხეების გადასხმას, ელექტროლიტების ბალანსს, ვიტამინების მიღებას, მინერალების მიღებას, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას.

 

ყველაფერი ეს არ კეთდება...მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თავის ცალკე ოთახში და გვერდზე ოთახში გამზადებულია ეს რეანიმაციული ბრიგადა, მეორე ეს არის ის, რომ შიმშილის შედეგად, მთელი ორგანოები და სისტემები ზიანდება.

 

ეს არაა ისეთი დაავადება, მაგალითად რომელიმე ერთი ორგანოსი, როცა შეიძლება მიზანდასხულად გამოიძახო სპეციალისტი და კონსულტაცია ჩაუტარო, ეს არის მულტიპოლიორგანული დაზიანება და როცა ადამიანი ამ კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, იწყება მთელი ლეტალური, ანუ სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, იწყება პოლიორგანული უკმარისობა და ამ სტადიაში ამ ადამიანის მკურნალობა გაცილებით მძიმე და ბევრ შემთხვევაში შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.

ასეთ მდგომარეობაში საჭიროა მულტიპროფილის სპეციალისტები", - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები