პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ანა ფოტიგას განცხადებაზე: ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ის რეჟიმი აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, არაადამიანურად ეპყრობოდა, ბიზნესის რეკეტს ეწეოდა

18.11.21 12:00


“ანა ფოტიგას შემთხვევაში ძალიან მარტივად იყო საქმე, როდესაც შენ იუსტიციის მინისტრს სწერ წერილს და ეუბნები, რომ გსურს პოლიტპატიმარ სააკაშვილთან შეხვედრა, როდესაც შენ პირდაპირ არ ცნობ სახელმწიფოს სახელმწიფოდ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიციაც შესაბამისია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენი პოზიციაა, რომ ვინც საქართველოს არ ცნობს სახელმწიფოდ, მას სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი. კრიმინალების მფარველებს შესაბამისი მიდგომა სჭირდებათ. ეს სახელები და გვარები არა მარტო 2012 წლიდან ლობირებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და მის წარმომადგენლებს, არამედ – 2012 წლამდეც. ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ის რეჟიმი აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, არაადამიანურად ეპყრობოდა, ბიზნესის რეკეტს ეწეოდა, ტერიტორიების 20 % ჩააბარა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და მაინც ლობირებდნენ. გავიდა მას შემდეგ 9 წელი, ჯამურად, 18 წელი და ისევ განაგრძობენ ლობირებას. ამის უკან თუ მხოლოდ ენთუზიაზმი დგას, არ ვიცი, მაგრამ მგონი, ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები