პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მიშამ იშიმშილოს, ოღონდ სხვა კლინიკაშიო, განაცხადა კონსილიუმმა - ექიმებისგან შიმშილობის შეწყვეტის მოწოდების მოლოდინი იყო

18.11.21 13:40


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს გამოეხმაურა.

 

„მიშამ იშიმშილოს, ოღონდ სხვა კლინიკაშიო, განაცხადა კონსილიუმმა. ექიმებისგან შიმშილობის შეწყვეტის მოწოდების მოლოდინი იყო საზოგადოებაში, მინიმუმ ერთი-ორი სიტყვით მაინც. საღი აზრი გვეუბნება, რომ შიმშილობა არ არის სიცოცხლესთან თავსებადი და გახანგრძლივებული შიმშილობა არ არის რეკომენდებული.

 

საუბარი სხვადასხვა საშუალებაზე მიერთებით გახანგრძლივებულ არსებობაზე, როგორც კარგ პერსპექტივაზე, შიმშილობის შეწყვეტის მოწოდების გარეშე, ჟღერს უცნაურად.

 

P.S. ყველას ჯანმრთელობას და ამისათვის გონივრული ნაბიჯების გადადგმას ვუსურვებ. განსაკუთრებით, ელენე ხოშტარიას, როგორც ქალმა და დედამ მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა“, - წერს თამარ ტალიაშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები