პოლიტიკა

თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთის“ 101-ე სემინარს დაესწრო

18.11.21 15:20


15-17 ნოემბერს, ქალაქ ბელგრადში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთის“ 101-ე სემინარი გაიმართა, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თეონა აქუბარდია დაესწრო.

 

ღონისძიების მთავარი განსახილველი თემა სერბეთის რესპუბლიკის ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესები და რეგიონში აქტიური პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები იყო. დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ ბელგრადის მიმდინარე საგარეო პოლიტიკური აქცენტები უფრო ფოკუსირებულია ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის ხელშეწყობაზე. ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უცხოური ინვესტიციის მიზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

ღონისძიების ფარგლებში დეპუტატებმა დასავლეთ ბალკანეთში მესამე ძალების აქტივობები განიხილეს. კერძოდ რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის აქტიური ინვესტირება სერბეთის ეკონომიკაში, რაც გრძელ ვადიან პერსპექტივაში რუსეთს და ჩინეთს აძლევს ზეგავლენის განხორციელების საშუალებას ბელგრადის მიერ დასახულ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსზე.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, ასამბლეის შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოების გამოწვევების და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ვითარების და გამოცდილების ადგილზე გასაცნობად. „მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხით რიგ ბალკანურ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის ინტერესების და აქტივობების შესახებ დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეშლას და მის ზეგავლენის სფეროში მოქცევას. ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც სერბეთის რესპუბლიკისათვის, ისევე საქართველოსათვის წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და არის გზა როგორც კეთილდღეობის შექმნის, ასევე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები