პოლიტიკა

იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას და არ მოაწყობენ ქაოსს - ზარქუა

19.11.21 16:20


დარწმუნებული ვარ, ის სერვისები რაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს მიეწოდება უფრო კვალიფიციურად და ეს სიტუაცია განიმუხტება, -განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, იმედია რადიკალურ ოპოზიციას გონი ეყოფა და არ მოაწყობენ ქაოსს.

 

"მე პირადად ეს მიდგომა მაქვს, ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენი კოლეგები, რომლებიც შიმშილობენ, თუნდაც, მათ გამო ღირდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რომ გადაეყვანათ სხვა ლოკაციაზე, რომელიც არის გორის ჰოსპიტალი. მე მგონია, ეს სწორი მიდგომაა. დარწმინებული ვარ, ის სერვისები რაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს მიეწოდება უფრო კვალიფიციურად და ეს სიტუაცია განიმუხტება. იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს და იქ არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ. ყველას ვთხოვ, დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, ქაოსი ვნებს სახელმწიფოს და რუსეთის ინტერესებშია,"- განაცხადა ზარქუამ.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები