პოლიტიკა

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

19.11.21 17:20


დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდება ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

 

„გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

 

ველოდები ექიმს და ასევე ველოდები, რა თქმა უნდა, გადასვლის პროცესს. მე სიმართლე გითხრათ მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, მაგრამ ვუწევდი ანგარიშს ადამიანს, რომელიც ცუდად არის. დამატებითი ბარიერებით ნუ შევაფერხებთ ამ პროცესს და მე ველოდები ახლა ექიმს და გავყვები ექიმის რეკომენდაციებს. მე ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ დაიწყოს და მან ამაზე თანხმობა განაცხადოს.

მისი სიცოცხლე და ქვეყანაში მშვიდობა საფრთხეშია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გვაქვს საშუალება გამოვიდეთ არა მთლიანად კრიზისიდან, არამედ გადაჩეხვის საფრთხიდან", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მე-17 დღეა შიმშილობს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები