პოლიტიკა

კარლ ჰარცელი - მივესალმები მიღებულ ზომებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა

22.11.21 10:00


საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობიდან“ გამომდინარე მიღებულ ზომებს მიესალმება. ელჩმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანით შექმნილი შესაძლებლობა სამომავლო პროგრესისთვის იქნება გამოყენებული.

 

„მივესალმები გუშინ მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა და ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო რჩება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები