პოლიტიკა

ღარიბაშვილის ინიციატივა: ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი გაეზარდოთ, შემდეგ საერთოდ აიკრძალოს

22.11.21 11:15


პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა წარმოადგინა.

 

როგორც პრემიერმა თქვა,  გაჭირვებული მოსახლეობა ყოველ დღე ონლაინ კაზინოებში თამაშობს და ფულს ხარჯავს. ამიტომ, მთავრობის ინიციატივით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებს თავდაპირველად გადასახადები უნდა გაეზარდოთ, რეკლამა აიკრძალოს და ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზარდოს, მეორე ეტაპზე კი ონლაინ-კაზინოები მთლიანად აიკრძალოს.

 

"მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზიონების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, სწორედ ეს ადამიანები რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი და არა მხოლოდ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხდა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ.

 

მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათი აბსოლიტური უმრავლესობა დღეს უკვე არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ 500 მილიონი, აქედან 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი რომლებიც არ მუშაობენ, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავკრძალოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონალინ კაზიონები, აი ეს ხედვა მაქვს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები