პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გვჭირდება ევროპარლამენტის აქტიური ჩართულობა

23.11.21 12:40


სტრასბურგში შეხვედრების მთავარი თემა ჩვენთვის არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ორგანიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობა. ამ პროცესში გვინდა ევროპარლამენტის აქტიური ჩართულობა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ვიცით, რომ ევროპარლამენტში არის დეპუტატების ნაწილი, რომლებიც განსაკუთრებით ინტერესდებიან საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესებით და აუცილებლად მათაც მივაწვდით ყველა ინფორმაციას თუ ამის საჭიროება იქნება.

 

მთავარი აქცენტები და მთავარი მიზანი ჩვენი ვიზიტის არის მაქსიმალური მცდელობა, რომ საქართველოს ინტერესების შესაბამისად ევროპარლამენტის მხარდაჭერა გვქონდეს იმ საერთაშორისო საკითხებზე, რაც ჩვენს წინაშეა - ჩვენი უსაფრთხოება, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. ევროპარლამენტარები არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები საკუთარ სახელმწიფოებშიც და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები