პოლიტიკა

"მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ" - ევროკომისიის განცხადება

23.11.21 16:40


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის განცხადებით, რომელიც მან ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, საქართველოს სახალხო დამცველის  აპარატზე ბოლო დროს, სახელისუფლებო წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზეა საუბარი და ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედება სრულიად მიუღებელია. 

 

"მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მისი და მისი აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობას ეხება.

 

მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი აპარატის გაწეულ ძალისხმევას, დაიცვან ყველა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს.

 

ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისა და ქმედებებისგან, რომელიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტურ ფუნქციონირებაში.

 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ იმუშაონ ისეთ კლიმატში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია, რათა გამოიყენონ თავიანთი მანდატი დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ, მინისტრთა კომიტეტის (2021) კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები