პოლიტიკა

ლომჯარია "ოცნებაზე": არ მიმაჩნია სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად, პირველ რიგში - თავმჯდომარე

24.11.21 10:15


სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით,  ქართული ოცნების წარმომადგენლებს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არ მიიჩნევს, განსაკუთრებით არასერიოზულად კი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიაჩნია.

 

მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდანაც, თუმცა ახლა მმართველი პარტიის მხრიდან შეტევა კიდევ უფრო მეტად საშიშია.

 

"აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა.

მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო.

 

თავიდან ამ ყველაფერს არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად. მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.

 

თუმცა, ამას ჰქონდა ძალიან დამაშინებელი ეფექტი ჯგუფის წევრი ექიმების მიმართ, იმიტომ, რომ ეს მათთვის იყო მოულოდნელი და ახალი რეალობა. ისინი არ არის შეჩვეულები მსგავს რამეს. უცებ აღმოაჩინეს, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო დაემუქრნენ". - თქვა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები