პოლიტიკა

ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - ღარიბაშვილი

24.11.21 11:30


პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის არ არის საინტერესო რას იტყვის რომელიმე მიმკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი:

 

"რაც შეეხება მათ მცდელობას, რომ საგარეო ფრონტიდან რამენაირად მოგვწყვიტონ [საქმეს] და ჩვენი კონცენტრირება მოახდინონ ნაკლებად საინტერესო საკითხებზე: ერთი რამე მინდა ვთქვა - კარგად მოგვეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში. მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. 

 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ როცა ენმ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები, მათ შორის, აშშ-ში, ევროპაში, ევროპარლამენტარებს და კონგრესმენებს ვგულისხმობ, ასევე, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ექსპერტებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული.

 

აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი",- თქვა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები