პოლიტიკა
24.11.21 17:20
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, =2021 წლის 22 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტთან, ანდერს ლუნდ კრისტენსენთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე Milaha-ს მიერ საქართველოში ლოგისტიკის სფეროში საქმიანობის დაწყების პერსპექტივები.
უწყების ცნობით, Milaha წარმოადგენს ყველაზე მსხვილ გადამზიდავ და ლოგისტიკურ კატარულ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან შავ ზღვაზე ახორციელებს „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტს. ხსენებული პროექტი ითვალისწინებს ფოთის, კონსტანცას (რუმინეთი), ოდესის (უკრაინა), ამბარლის (თურქეთი) და პირეოსის (საბერძნეთი) პორტებს შორის, ასევე ხმელთაშუა ზღვის პორტების მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს.
კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართეს Lulu Group International-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მუჰამედ ალტაფთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები არა მხოლოდ კატარში, არამედ ყურის სხვა ქვეყნებშიც.
ამავე ცნობით, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო Lulu Hypermarket-ის ქსელში ქართული პროდუქციისთვის განკუთვნილი მუდმივმოქმედი სტენდის გახსნაში. 2021 წლის 9 ივნისიდან, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და Lulu Hypermarket-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტები შეიძინონ.
Family Food Center-ში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და Family Food Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პ. ფაისალმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ქართული პროდუქციის კვირეული, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება და კატარელ მომხმარებლებს შესთავაზებს სხვადასხვა სახეობის ქართულ პროდუქციას.
კატარში საქართველოს საელჩოს აქტიური მუშაობის, ასევე, ქართულ და კატარულ კომპანიებთან თანამშრომლობით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია 2021 წელს ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა კატარში მოქმედ სუპერმარკეტების 6 ქსელის სავაჭრო ობიექტებში (Lulu, Monoprix, Spar, Ansar Gallery, Approved Market, Family Food Center).
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24