პოლიტიკა

გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

06.12.21 16:40


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე, პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას, გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და შესაბამისი წინადადებები წარადგინა ბერძენი კოლეგის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე „საპარლამენტო ასამბლეასთან „ახალგაზრდა პარტნიორის“ სტატუსის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის გაფართოებას ითვალისწინებს.

 

გივი მიქანაძე ხვალ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები