პოლიტიკა
07.12.21 11:00
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელი არ არის“, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ხოშტარია აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიება შეწყდეს.
„ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა ვიდრე მე, მათ შორის ის ღირსების შემლახველი ქცევა მის წინააღმდეგ. მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე, მომავალზე. ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, აგრესია ვერავის მიმართ, ძალიან ნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა სერიოზული ზიანი და ვერაფრით ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია.
პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელთაც აქვთ პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა, არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, თუ რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს. ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.
იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.
მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4008.08.22
-
16:2008.08.22
-
16:0008.08.22
-
15:4008.08.22
-
სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღეს - დავით ზურაბიშვილი
15:2008.08.22
-
15:0008.08.22
-
14:4008.08.22
-
14:2008.08.22
-
14:0008.08.22
-
სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს – გახარია რუსეთის მოქალაქეებზე
13:3008.08.22
-
13:0008.08.22
-
დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე - „პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს“
12:4008.08.22
-
12:2008.08.22
-
12:0008.08.22
-
11:4008.08.22
-
11:2008.08.22
-
ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
11:0008.08.22
-
10:4008.08.22
-
„ქედს ვიხრი“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე
10:2008.08.22
-
10:0008.08.22
-
დიახ, ბოლო 2 საუკუნეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას – უგულავა
18:0005.08.22
-
17:3005.08.22
-
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
17:0005.08.22
-
რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა: "სიცოცხლის გზა" სეპარატიზმის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ
16:3005.08.22
-
16:0005.08.22
-
თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა
15:3005.08.22
-
15:0005.08.22
-
14:3005.08.22
-
14:0005.08.22
-
13:3005.08.22
-
13:0005.08.22
-
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას ყარაბაღში ახალი სიმაღლეები დაიკავა
12:3005.08.22
-
საქართველოს ეროვნული არქივი ახალი საარქივო დოკუმენტებით შეივსო
12:0005.08.22
-
11:3005.08.22
-
11:0005.08.22
-
10:4005.08.22