პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებებზე მწვავედ დავაყენებთ ყველა პრინციპულ საკითხს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ თემებზე

07.12.21 15:20


ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებს ყოველთვის ვიყენებთ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია გაუმჯობესდეს და მუდმივად ხაზი გავუსვათ ადამიანის უფლებების განგრძობად დარღვევას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 55-ე რაუნდზეც მწვავედ დააყენებენ ყველა პრინციპულ საკითხს. როგორც ბექა ძამაშვილი ამბობს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და მასთან დაკავშირებულ თემებზე.

 

„ეს არის შესაძლებლობა, ჰუმანიტარული საკითხები გადაიჭრას დეპოლიტიზებული გზით და არ დაგვჭირდეს სხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ამას ხაზს. შესაბამისად, ამ რაუნდზეც ძალიან მწვავედ დავაყენებთ ყველა პრინციპულ საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა უკანონო განგრძობადი ოკუპაცია, ე.წ. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, განგრძობად ტყვეობაში ყოფნა და ა.შ. ასევე ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველი მოსახლეობის პრობლემებზე, რომლებიც მუდმივი შევიწროების მსხვერპლნი არიან, რაც ბევრ ასპექტში გამოიხატება, როგორც გადაადგილებაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების ნაწილში“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები